11.1 კომპანია გაურკვეველი ან/და გაბნეული ამანათის მოძიების პროცედურების განხორციელებისთვის უფლებამოსილია მოკვლევის პროცედურები განახორციელოს 14 სამუშაო დღის ვადაში.
11.2 მომხმარებელი ვალდებულია ზემოთ ხსენებული ვადის განმავლობაში კომუნიკაცია იქონიოს კომპანიის თანამშრომლებთან. კერძოდ მიაწოდოს ინფრომაცია გაურკვეველ ან/და გაბნეულ ამანათებზე. ამასთანავე კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად დაუკავშირდეს კონკრეტულ გამყიდველს, ხოლო მიღებული ინფორმაცია მიწოდოს კომპანიას.
11.3 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ კომპანია პასუხისმგებლობას აიღებს გაურკვეველ ნივთებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი წარადგენს ხელმოწერილ საბუთს, რომ კონკრეტული ამანათი ჩაბარდა Starlingtransportcompany -ს მისამართზე კომპანიის წარმომადგენელს საბერძნეთში, თურქეთში და ჩინეთში.
11.4 Starlingtransportcompany მხოლოდ მოკვლევის ვადის გასვლის შემდეგ აიღებს პასუხისმგებლობას გაბნეულ ამანათზე. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადის ამოწურვამდე დაკმაყოფილებული იქნება მომხმარებლის განცხადება.
11.5 მომხმარებელი ვალდებულია ფილიალის მომსახურეობით სარგებლობის შემთხვევაში ადგილზე დაითვალოს ამანათების რაოდენობა. შეკვეთების გატანის შემდეგ კომპანია არ მიიღებს პრეტენზიას, რომ კონკრეტული რეისის ამანათი ჩაითვალოს ნაკლულად ან/და გაბნეულ ამანათად.
11.6 კონპანია ვალდებულებას არ აიღებს იმ შეკვეთებზე, რომლებიც გამყიდველის მიერ შეფუთულ მდგომარეობაში ჩამოვიდა, შეფუთვის დაუზიანებლად ან/და გაუხსნელად, თუმცა მომხმარებელი ადასტურებს, რომ შეკვეთა არასრულია, ჩამოვიდა სხვა ნივთი, ნაკლულ მდგომარეობაშია ან აქვს ქარხნული წუნი.
11.7 კომპანია უფლებამოსილია შეაჩეროს ამანათები ფილიალში იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელს უფიქსირდება პირად კაბინეტში დავალიანება. კონკრეტული ამასთანავე გულისხმობს შემთხვევას, როდესაც მომხმარებელი სრულად არ იხდის კონკრეტული რეისის ამანათის ტრანსპორტირების საფასურს.